About us

ისტორია


ციურიხის სამედიცინო კვლევითი ცენტრის კლინიკური ლაბორატორია ფუნქციონირებს 1994 წლიდან, როგორც კლინიკა კურაციოს ერთ-ერთი დეპარტამენტი. 

2020 წლის 1 სექტემბრიდან იგი ოპერირებს ბაზარზე როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი ციურიხის სამედიცინო კვლევითი ცენტრის სახელით.

2021 წლის განმავლობაში განხორციელდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განახლება, დაემატა ახალი მიმართულებები და კვლევები.

მაღალკვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდი (მათი რაოდენობა 30-ს აღემატება) და წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ მივიღოთ სანდო ხარისხის ლაბორატორიული კვლევის შედეგები.​

2022 წლის განმავლობაში ლაბორატორიაში შესრულდა 1,700,000-ზე მეტი კვლევა.


2022

1,700,000-ზე მეტი კვლევა წელიწადში

2021

მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განახლება, დაემატა ახალი მიმართულებები და კვლევები

2020

2020 წლიდან ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იუირიდიული პირი

1994 

დაარსდა როგორც კლინიკა "კურაციოს" ერთ-ერთი დეპარტამენტი

კვლევის მეთოდები


ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერ შექმნილი თანამედროვე, ავტომატიზებული, მაღალტექნოლოგიური აპარატურით: Bekman Coulter, Roche Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bio-Rad.

დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიული კვლევის მიმართულებებს:

  • კლინიკური ბიოქიმია
  • იმუნოლოგია
  • ჰემატოლოგია
  • ჰემოსტაზი
  • კოპროლოგია
  • ციტოლოგია ​
  • კლინიკური მიკრობიოლოგია
  • მოლეკულური დიაგნოსტიკა

გამოყენებული მეთოდები:

  • ქემილუმინისცენცია
  • ელექტროქემილუმინისცენცია
  • იმუნოტურბიდიმეტრია
  • იმუნობლოტინგი
  • ELISA
  • იმუნოქრომატოგრაფია