განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა პათოგენურ ფლორაზე
შესრულების დრო:
კვლევის პასუხი - 3-5 სამუშაო დღე.
მასალის აღების დღეები:
ყოველდღე, გარდა კვირისა
კვლევისთვის მომზადება და მასალის აღების წესები:
დეფეკაციის შედეგად მიღებულ განავალს ათავსებენ სტერილურ კონტეინერში არანაკლებ 2-4 გრამისა. ჩირქოვანი, ლორწოვანი ჩანართების არსებობისას ხდება მათი აღებაც.
სასურველია მასალის აღება ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე, ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ. გამოკვლევის დაწყება უნდა მოხდეს მასალის აღებიდან არაუგვიანეს 2 – 3 საათისა. თუ შეუძლებელია მასალის დროული გადაგზავნა ლაბორატორიაში, რეკომენდებულია სატრანსპორტო ნიადაგების გამოყენება.
რა ანალიზატორებზე ტარდება კვლევები:
ანალიტიკურ პროცესში გამოიყენება ფართო სპექტრის სტანდარტული მაღალი ხარისხის საკვები ნიადაგები (BioMerieux, Biorad, Biolife);
მიკრობთა იდენტიფიკაცია ხორციელდება ნახევრად ავტომატური Api სისტემების და Slidex სისტემების გამოყენებით (BioMerieux, Biorad). Api სისტემები საშუალებას იძლევა ფართო სპექტრის ბაქტერიების და სოკოების იდენტიფიკაციის. მისი მონაცემთა ბაზა მუდმივად განახლებადია (API WEB) და მოიცავს პრაქტიკულად ყველა ეტიოლოგიურად მნიშვნელოვან მიკროორგანიზმს.
ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის შესწავლა ხორციელდება EUCAST სტანდარტის შესაბამისად ნახევრად ავტომატური ATB სისტემების (BioMerieux) და ADAGIO-ს (Biorad ) ავტომატური ანალიზატორის საშუალებით. რაც უზრუნველყოფს არა მარტო მგრძნობელობის კატეგორიის არამედ ანტიბიოტიკის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განსაზღვრას და მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე შეცდომის ალბათობას.
შენიშვნა:
თუ მკურნალი ექიმისგან გაქვთ სხვა მითითება მომზადებისთვის, მიჰყევით ექიმის რეკომენდაციას.
Test timelines:
3-5 working days
Sampling days:
Every day except Sunday
Rules for sampling:
Feces, at least 2-4 grams, are placed in a sterile container. In the presence of purulent, mucous inclusions, they are also placed together with the base material. it is important to take the material before the start of antibiotic therapy or at least 24 hours after the last dose of the drug.
The examination should begin no later than 2-3 hours after taking the material. If it is not possible to send the material to the laboratory on time, it is recommended to use transport systems.
Analyzers and methodology:
In the analytical process of the bacteriological laboratory, a wide range of standard high-quality culture media (BioMerieux, Biorad, Biolife) are used. Microbial identification is performed using semi-automated API systems and Slidex systems (Biomerieux, Biorad). API systems allow identification of a wide range of bacteria and fungi. Its database is constantly updated (API WEB) and includes practically all etiologically important microbes. Antimicrobial susceptibility is performed in accordance of EUCAST standard, by semi-automatic ATB systems (Biomeieux) and ADAGIO (Biorad) automatic analyzer, which ensures the determination of both the sensitivity category and the minimum inhibitory concentration of the antibiotic and minimizes the probability of human error.
Notes:
If you have other instructions for preparation from your doctor, follow them
Выдача результатов:
в течение 3-5 рабочих дней
Забор биологического материала:
Каждый день кроме воскресенья
Подготовка к исследованию:
Кал, не менее 2-4 грамм, помещают в стерильный контейнер . При наличии гнойных, слизистых включений, их также помещают вместе с основным материалом. материал желательно сдавать до начала антибактериальной терапии или не менее чем через 24 часа после последнего приема препарата.
Исследование следует начинать не позднее, чем через 2-3 часа после взятия материала. Если нет возможности вовремя отправить материал в лабораторию, рекомендуется использовать транспортные системы.
Анализаторы для исследования:
В аналитическом процессе используется широкий спектр стандартных высококачественных питательных сред (BioMerieux, Biorad, Biolife); для идентификации микроба используется полуавтоматические системы Api и Slidex (BioMerieux, Biorad). Системы Api позволяют идентифицировать широкий спектр бактерий и грибков. Его база данных постоянно обновляется (API WEB) и включает практически все этиологически значимые микроорганизмы. определение чувствительности к антимикробным препаратам проводятся по стандарту EUCAST с помощью полуавтоматических систем АТБ (BioMerieux) и автоматического анализатора ADAGIO (Biorad). Это позваляет определить не только чувствительность, но и минимальную ингибирующую концентрацию антибиотика (МИК ) и сводит к минимуму вероятность человеческой ошибки.
Примечание:
Если у вас есть другие указания по подготовке от лечащего врача, следуйте рекомендациям врача.